
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
მწუხარებასა და მეტადრე ტირილს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი კაცის თვისებასა და ხასიათს უნებურად
მწუხარებასა და მეტადრე ტირილს დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი კაცის თვისებასა და ხასიათს უნებურად გამოხატავს. სუსტი, სულმოკლე და უხასიათო კაცი ყოველ მცირე მიზეზზე დედაკაცივით ტირის. ხანდახან მწუხარება ცუდ გუნებასა და ხასიათს მოასწავებს. კაცი შეიძლება ხშირად წუხდეს და თითქმის ტიროდეს კიდეც იმის გამო, რომ შურიანია და რომელიმე თავისი მოყვასის წარმატება და წინსვლა სწყინს. შურიანი კაცის გული მაშინ იტანჯება და განიხერხება, როდესაც სხვის ბედნიერებას და წარმატებას ხედავს. მას მარტო თავისი თავი ახსოვს და ყოველივე სიკეთე თავისთვის უნდა.
|