თემა:
მწუხარება
ცხონების მეცნიერებაში არის ერთი საქმიანობა, რომელსაც ღმერთთან ადამიანი უმოკლესი გზით მიჰყავს, ესაა
ცხონების მეცნიერებაში არის ერთი საქმიანობა, რომელსაც ღმერთთან ადამიანი უმოკლესი გზით მიჰყავს, ესაა მწუხარება ცოდვების გამო, მწუხარება ღვთისთვის... გამოცდილება და გულში მადლის მობერვა გვარწმუნებს, რომ სინანულის თბილი ცრემლებით განმარტოებით ლოცვა დამშვიდების ერთადერთი საშუალებაა. მართალია, თავდაპირველად ცხარე, მწველი ცრემლები იღვრება, მაგრამ შემდგომ იგრძნობა შემსუბუქება, სიამე, გასხივოსნება. რაც უფრო შორს მიდის იგი ხსნის გზაზე, მით უფრო მხიარულდება სული; შენ ტირი, ცრემლები სეტყვასავით ცვივა, გულში კი სინათლე და სითბო ისადგურებს. საოცარია, შეუცნობელია მოქმედება მადლისა!...
მაგრამ არსებობს სხვა ტირილიც და სხვაგვარი დარდიც. მოდას აყოლილი ქალი ტირის იმის გამო, რომ არა აქვს ახალი საგაზაფხულო ქუდი ან მოდაში აღარ არის მისი ფეხსაცმელი, რომ "მავანი ეარშიყება მავანს", ხოლო "ვიღაც" უფრო ლამაზი ან ბედნიერია, ვიდრე ის. ახალგაზრდა კაცი ჯიბის ფულის სიმცირეზე წუხს, რასაც საკუთარი სიამოვნებისათვის დახარჯავდა; ცოლი ტირის წყენის გამო, რადგან ქმარი ღალატობს. ქმარი კი, თავის მხირვ, იმიტომ, რომ სამსახურეობრივი წარუმატებლობები აქვს; ექიმი, ინჟინერი, ადვოკატი - ყველა უკმაყოფილოა მცირე ხელფასით, მათ ყველაფერი ეცოტავებათ; ვაჭარი სასოწარკვეთილებაში ვარდება, რადგან იზარალა და ა.შ. და მრავალი ამგვარი სხვა რამ. ყველა ტირის და წუხს, ისინიც კი, ვინც ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრობენ, მაგრამ ჭმუნავენ ხრწნადი საგნების გამო; არ გააჩნიათ რაიმე ან კარგავენ რაღაცას და ამისათვის დარდობენ. ზოგჯერ ამგვარი დარდით ჩამოხმებიან, ავადდებიან და კვდებიან კიდეც (2 კორ. 710). ეს მწუხარება ეშმაკისეულია და მას ადამიანური მოდგმის მტერი იწვევს. იტანჯება, კვნესის კაცობრიობა, ცდილობს, აქციოს ცხოვრება უდარდელად, მაგრამ ღვთის გარეშე არაფერი შეუძლია".

|