
ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
თემა:
ნათლისღება
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეეძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეეძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობით მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა), რომელიც მას ნათლიის პასუხისმგებლობით ევალება.
არსებობს მცდარი აზრი, თითქოს იმდენი უნდა მონათლო, რამდენიც გთხოვს და არ შეიძლება უარის თქმა. სინამდვილეში, რამდენსაც ეპატრონები, იმდენის მონათვლა შეგიძლია და თუ შენ გეეჭვება, მაშინ სხვა მონათლავს, ვინც ეპატრონება და შენ პასუხისმგებლობა აგცილდება.
|