
ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა:
მადლის მოქმედება
ჭეშმარიტი სულიერი გამარჯვებით, ნათლობის დროს მონიჭებული ღვთის მადლი, ნელ-ნელა იწყებს სულიერი
ჭეშმარიტი სულიერი გამარჯვებით, ნათლობის დროს მონიჭებული ღვთის მადლი, ნელ-ნელა იწყებს სულიერი სიბრმავისაგან ჩვენს განკურნებას. სიბრმავის მდგომარეობის საწინააღმდეგოდ ჩვენ ხედვის მდგომარეობაში შესვლას ვიწყებთ. რადგან ხედვის მდგომარეობაში მხედველი გონებაა, წმიდა მამებმა მას გონებით ხედვა, ე.ი. გონებრივი ხედვა უწოდეს. რადგან ხედვის მდგომარეობას სულიწმიდისაგან ვიღებთ, ამიტომ მას სულიერი ხედვაც ეწოდება და ის სულიწმიდის ნაყოფია. ამით განსხვავდება ის ჭვრეტისაგან. ჭვრეტა ყოველი ადამიანისათვის არის დამახასიათებელი და ყოველი ადამიანი მაშინ ჭვრეტს, როცა სურს. ხედვა კი შესაძლებელია მხოლოდ სინანულის საშუალებით განწმენდის შემდეგ და იგი წარმოადგენს არა ადამიანის თვითნებობას, არამედ ჩვენი სულის უფლის სულთან შეხებას, შესაბამისად, სულიწმიდის ყოვლადწმიდა ნებას.
|