თემა: რელიგია, სასწაულები, ქრისტიანობა
ქრისტიანული რელიგია ისეთია, რომ თუ მისი დასაბამისა და გავრცელების ისტორიიდან ამოვიღებთ ან გამოვრიცხავთ ყველა სასწაულებრივ ფაქტს, მიუხედავად ამისა, ის არ დაკარგავს თავის სასწაულებრივ ხასიათს და ღვთაებრიობას. "ქრისტიანობა, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - დაფუძნებულია ან სასწაულებით, ან - სასწაულების გარეშე. სასწაულებით არის დაფუძნებული ნიშნავს, რომ ის - ჭეშმარიტი რელიგიაა, ვინაიდან მხოლოდ ერთ ღმერთს ძალუძს, როგორც ყოვლისშემძლე უფალს, ბუნების შემოქმედსა და მეუფეს, სასწაულებში გამოავლინოს თავისი ყოვლისშემძლეობა. თუ ჩვენი სარწმუნოების სასწაულებრივი დაფუძნება სასწაულთა გარეშე მოხდებოდა, იგი თავადაა ყველა სასწაულზე უდიდესი სასწაული. ვინაიდან როგორ მოხდა, რომ ისეთი საქმე, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ ძალას აღემატება, შეიძლებოდა აღსრულებულიყო იმგვარი ადამიანების მიერ, ასეთი საშუალებებით და ასე მალე, სრულყოფილად და საბოლოოდ".