
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
დიდებული საქმა საკუთარი თავის უფლისათვის მინდობა. ადამიანები ისახავენ მიზანს და ცდილობენ მის
დიდებული საქმა საკუთარი თავის უფლისათვის მინდობა. ადამიანები ისახავენ მიზანს და ცდილობენ მის მიღწევას, ყურს არ უგდებენ იმას, თუ რა არის ნება ღვთისა და არ მიისწრაფიან თავისი ქმედება ღვთის ნებას შეუთანხმონ. ღმერთს უნდა მივანდოთ საქმის მსვლელობის წარმართვა, თავად კი კეთილზნეობით აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ადამიანი დაიტანჯება, თუკი არ მიენდობა ღმერთს იმ ზომამდე, რომ სრულებით მისცეს თავი მის ხელთ. ჩვეულებრივ, ადამიანები თავიდან ადამიანური ნუგეშისკენ მიისწრაფიან, ღმერთთან კი მხოლოდ მაშინ მიირბენენ, როცა ადამიანებთან იმედგაცრუებას ჰპოვებენ. თუკი ჩვენ არ გვსურს ვიტანჯოთ, საღვთო ნუგეში გამოვითხოვოთ, ვინაიდან, სწორედ ისაა ერთადერთი ჭეშმარიტი ნუგეში. ღვთის რწმენა საკმარისი არაა, აუცილებელია მისდამი მინდობა. ღვთისადმი ნდობა მის შემწეობას იზიდავს. ქრისტიანს სწამს და თავს ღმერთს მიანდობს სიკვდილამდე. და მაშინ აშკარად ხედავს ღვთის ხელს, რომელიც მას იხსნის.
|