
ვისაც ღმრთის ნების შეცნობა სურს, მას უწინარეს მართებს მოაკვდინოს საკუთარი ნება; რწმენით, გულწრფელი
ვისაც ღმრთის ნების შეცნობა სურს, მას უწინარეს მართებს მოაკვდინოს საკუთარი ნება; რწმენით, გულწრფელი და არა პირმოთნე თავმდაბლობით ილოცოს ღმრთის მიმართ, ჰკითხოს რჩევა მამებსა და ძმებს, მათი პასუხი მიიღოს როგორც ღმრთის სიტყვა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი სულიერებით არ გამოირჩევიან, რამეთუ უფალი სამართლიანია და არ დაუშვებს, რომ ცთუნდნენ ისინი, ვინც რწმენითა და უბოროტო გულით დაემორჩილნენ მოყვასთა რჩევას. ამიტომ, რჩევის მომცემთ რომც არ ჰქონდეთ სულიერი თვალთახედვა, მათი პირით ეზრახება უხორცო და უხილავი იგი. ფრიადის თავმდაბლობით არიან აღვსებულნი ისინი, ვინც ამ წესით ხელმძღვანელობს დაეჭვების გარეშე.
|