წმ. სილუან ათონელი

კარგია ყოველთვის და ყველაფერში ეძებო ღმრთისაგან რა და როგორ გააკეთო, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,

კარგია ყოველთვის და ყველაფერში ეძებო ღმრთისაგან რა და როგორ გააკეთო, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალკეულ შემთხვევებში ეძებო ღმერთის ნების შეცნობა და გზები მის განსახორციელებლად. ღმერთის ნების ძიება არის მთავარი მიზანი ჩვენი ცხოვრებისა, რამეთუ ამ გზაზე დამდგარი ადამიანი ერთვება მარადიულ ღვთიურ ცხოვრებაში.
    შეცნობა ღვთის ნებისა სხვადასხვა გზებით ხდება. ერთი ასეთი გზა არის - სიტყვა ღვისა, მცნებანი ქრსიტესი, მაგრამ სახარების მცნებებში, მიუხედავად მთელი მისი სრულქმნილებისა, უფრო სწორად მათი სრულქმნილების ძალაში, ღვთის ნება გამოხატულია მისი ძირითადი საერთო აზრით და ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებაში ხვდება მდგომარეობის გაუთავებელ ცვალებადობას, ხშირად ვერ გებულობს როგორ მოიქცეს, რათა თავისი მოქმედება დაუმორჩილოს ღვთის ნებას. იმისათვის, რომ მოქმედებამ მიიღოს კეთილი დასასრული, არაა საკმარისი მხოლოდ ღვთის ნების საერთო გამოხატულების ცოდნა მცნებებში, არამედ, კერძოდ, - გვიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სიძლიერით და მოყვასი, როგორც თავი თვისი; საჭიროა, აგრეთვე, განათლების მიღება ღმერთისგან, ცხოვრებაში ამ მცნებების განხორციელების ხერხის შესახებ. ამის გარდა აუცილებელია ძალა ზემოდან. ღვთის სიყვარულის საკუთარ გულში მომპოვებელი ღვთის ნებასთან მიახლოვებული გულის წადილით მოქმედებს, ე.ი. მხოლოდ მიახლოვებული გულის წადილით და სრულქმნილით. სრულქმნილების მიუღწევლობა აუცილებელს ხდის ყველასათვის ლოცვით მიმართოს განუწყვეტლივ ღმერთს დახმარებისათვის. დამაჯერებლობისათვის ადამიანს, არა მარტო სიყვარულის სრულქმნილება, ყოვლისმცოდნეობის სრულქმნილებაც არ ჰყოფნის. თითქოს ყველაზე საუკეთესო განზრახვიდან გამომდინარე მოქმედებს, ხშირად არასასურველი, არაკეთილი შედეგი მოაქვს. ეს იმიტომ, რომ საშუალება ან სახე ამ განზრახვის განხორციელებისა იყო არაკეთილი, ან უბრალოდ შეცდომით, მოცემული შემთხვევისათვის. ხშირად გაიგონებთ ამა თუ იმ ადამიანისაგან თავის მართლებას, რომ მას კეთილი განზრხვა ჰქონდა... მაგრამ ეს არაა საკმარისი. ასეთი შეცდომებითაა ავსებული ადმიანთა ცხოვრება. აი, რატომაა ღმერთის მოყვარული ყოველთვის ზემოდან რომ ეძებს პასუხს, უსმენს რა განუწყვეტლივ შინაგანად ღმერთის ხმას. პრაქტიკულად ეს ხდება აი ასე: ყოველი ქრისტიანი, განსაკუთრებით ეპისკოპოსი ან მღვდელი, მდგარი აუცილებლობის წინაშე, მონახოს ამა თუ იმ შემთხვევაში გადაწყვეტილება ღვთის ნებასთან შეთანხმებული, შინაგანად უარყოფს ყველა თავის ცოდნას, ფიქრებს, სურვილებს, გეგმებს და თავისუფალი ყველაფერ "თავისგან" გულში ყურადღებით ლოცულობს ღმერთის წინაშე, და პირველს, რაც დაიბადება სულში ამ ლოცვის შემდეგ, ღებულობს როგორც ზემოდან მითითებას. მსგავსი ძიება ღვთის ნების შეცნობისა ღმერთთან ლოცვით უშუალოდ მიმართვისას, განსაკუთრებით გაჭირვებასა და მწუხარებაში მიგვიყვანს იქამდე, რომ ადამიანი, როგორც ამას ბერი ამბობდა: "თავის სულში ისმენს პასუხს ღმერთისაგან და სწავლობს ღვთის ხელმძღვანელობის შეცნობას. აი, ასე უნდა ვისწავლოთ ყველამ ღვთის ნების შეცნობა; ხოლო თუ არ ვისწავლით, ვერასდროს ვერ შევიცნობთ ამ გზას". იმისათვის, რომ უეჭველად გაიგონოს ხმა უფლისა, ადამიანმა უნდა უარყოს საკუთარი ნება და მზად უნდა იყოს ყოველგვარი მსხვერპლისათვის აბრაამის მსგავსად, თვითონ მოციქული პავლეს მცნებების თანახმად, მსგავსად თვით ქრისტესი, რომელიც მამის მორჩილი იყო თვით სიკვდილამდე" (ფილ. 2, 8).
 
0