
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა:
ღვთის ნება
ყოველ სულს, რომელიც ღმერთის ნებას მიეცა, უფალი შთააგონებს, რამეთუ მან სთქვა: და მხადე მე დღესა
ყოველ სულს, რომელიც ღმერთის ნებას მიეცა, უფალი შთააგონებს, რამეთუ მან სთქვა: "და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფს. 49.15). ყოველი სული, რომელიც შეშფოთებულია რაიმეთი, უფალს უნდა ეკითხებოდეს და უფალი შთააგონებს მას რა გააკეთოს. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, შეშფოთებისა და საფრთხის დროს საჭიროა შეეეკითხო მოძღვარს, რამეთუ ეს უფრო მორჩილებაა. კარგია ვისწავლოთ ცხოვრება ღმერთის ნების თანახმად. მაშინ სული განუწყვეტლივ იმყოფება ღმერთში და მშვიდადაა და ამ სიხარულისაგან ლოცულობს ადამიანი, რათა ყველას სულმა შეიცნობს უფალი; შეიცნოს როგორ ვუყვარვართ მას, რა უხვად იძლევა სულიწმიდის მადლს, რომელიც ამხიარულებს (ახარებს) სულს ღმერთში. ყველაფერი, ყველაფერი მაშინ საყვარელია სულისათვის, რამეთუ ყველაფერი ღმერთისაა.
|