
ავტორი:
აბბა დოროთე
თემა:
ღვთის ნება
შეიძლება ვინმემ იფიქროს: თუკი არა მყავს ადამიანი, რომელსაც შეიძლება შევეკითხო ღმრთის ნების შესახებ,
შეიძლება ვინმემ იფიქროს: "თუკი არა მყავს ადამიანი, რომელსაც შეიძლება შევეკითხო ღმრთის ნების შესახებ, როგორ მოვიქცე?" თუკი კაცს ჭეშმარიტად, მთელი გულით სურს ღმრთის ნების აღსრულება, მას ღმერთი არასოდეს მიატოვებს, უთუოდ ასწავლის თავის ნებას. ჭეშმარიტად, თუკი კაცი გულს ღმრთის ნებისკენ მიმართავს, ღმერთი ჩვილ ყრმასაც განაბრძნობს მისთვის თავისი ნების საუწყებლად. ხოლო თუ კაცს გულწრფელად არ სურს ღმრთის ნების აღსრულება, წინასწარმეტყველთანაც რომ მივიდეს, ღმერთი წინასწარმეტყველსაც მისი გამრუდებული გულის შესაბამის პასუხს ათქმევინებს, როგორც წმიდა წერილი ამბობს: "და წინაისწარმეტყუელი თუ სცთეს და თქუას სიტყუაი, მე უფალმან შევაცთუნე იგი" (ეზეკ. 14.9).
|