ავტორი:
სიბრძნე ზირაქისა
თემა:
მშობლები
მე, მამას, მისმინეთ შვილებო და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ. რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და
მე, მამას, მისმინეთ შვილებო და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ.
რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი დაამტკიცა ძეთა ზედა.
მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმინდება
და საუნჯის მაუნჯებელივით არის დედის მადიდებელი.
მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი ვედრების ჟამს შესმენილ იქნება.
მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს.
როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს.
საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე.
რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს, წყევლა დედისა კი საძირკველითურთ აღმოფხვრის.
ნუ განდიდდები მამაშენის უპატიობით, რადგან შენთვის პატივი არ იქნება მამის შეურაცხყოფა.
რადგან დიდება კაცისა მამის პატივისცემაა და სირცხვილია შვილებისათვის შეურაცხყოფილი დედა.
შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში.
თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას,
რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები.
შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები.
მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის განმარისხებელი დაწყევლილია უფლისაგან.
თ. 3-4

|