ოკულტური და აღმოსავლური მისტიკური მოძღვრებები არ აღიარებენ ადამიანის ცოდვით დაცემის ფაქტს, ანდა

ოკულტური და აღმოსავლური მისტიკური მოძღვრებები არ აღიარებენ ადამიანის ცოდვით დაცემის ფაქტს, ანდა მცდარ ინტერპრეტაციას უკეთებენ მას და მის გამო ცოდვით დაცემით მიღებული შედეგების გამოსწორების აუცილებლობას ვერ ხედავენ, ვიდრე დაიწყებენ ადამიანში სასწაულებრივი უნარისა და ძალის გახსნას. ღვთის ნების საწინააღმდეგოდ, ხელოვნურად და ძალდატანებით უხილავი სამყაროსთვის გრძნობების განღება სულის სიკვდილს და ადამიანური ბუნების დაზიანებას იწვევს და, არც თუ იშვიათად, შეუქცევადს. ასეთი მისტიკური პრაქტიკის კატასტროფული შედეგი, ღვთის რისხვის ნიშანი, არა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ უკუნეთში ჩაგდების სახით ელოდება, არამედ ამ ცხოვრებაშიც. თვითკმაყოფილება, პატივმოყვარეობა, ამპარტავნება ადამიანს სინანულისაკენ გზას უკეტავს და შეშლილობამდე, ეგოიზმამდე, უსულობამდე, ცინიზმამდე, აღქმის დამახინჯებამდე, ფიზიოლოგიურ მოშლილობამდე, ოჯახების დარღვევამდე, დაცემული სულებისგან დაუცველობამდე და თვითმკვლელობამდე მიჰყავს.
 
თემატური კითხვები
3