
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
პატივისა და მთავრობის მოყვარეობა კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი
პატივისა და მთავრობის მოყვარეობა კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ თავისი თავი განასხვავოს, ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიზიდოს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობა მოიპოვოს. არა მხოლოდ ისეთნი პირნი, რომელნიც სულიერითა და ხორციელი ნიჭებით მართლაც შემკულნი არიან, არამედ, რაც უმეტესად საკვირველია, ხშირად თვით უნიჭონი და არაფრით შესანიშნავნი პირნი პატივის მოყვარეებად და მთავრობის მაძიებლებად გამოჩნდებიან.
|