
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თავიდან არის რწმენა და შემდეგ მოდის სიყვარული. იმისათვის, რომ გიყვარდეს, უნდა გწამდეს. ადამიანს არ
თავიდან არის რწმენა და შემდეგ მოდის სიყვარული. იმისათვის, რომ გიყვარდეს, უნდა გწამდეს. ადამიანს არ შეუძლია, შეიყვაროს ის, რისიც არა სწამს. ამიტომაც იმისათვის, რომ შევიყვაროთ უფალი, უნდა ვიწამოთ იგი. არსებული რწმენის შესაბამისად იქნება იმედი, სიყვარული და მსხვერპლი უფლისა და მოყვასისათვის. ღვთისადმი მხურვალე რწმენა მხურვალე სიყვარულს შობს უფლისა და მისი ხატის - ჩვენი თანამოძმე - ადამიანისადმი. საბრალო პირუტყვებიც კი აღივსებიან ჩვენი სიყვარულის სიუხვით, სიყვარულისა, რომელიც არ ეტევა გულში და ნაპირებიდან იღვრება. თუ მეტად ვიწამებთ, მეტადაც გვეყვარება. თუ ჩვენი რწმენა ნელ-თბილია, ნელ-თბილი იქნება ჩვენი სიყვარულიც. და თუ ჩვენი რწმენა მხურვალეა, სიყვარულიც მხურვალე გვექნება.
|