ავტორი:
დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
ჩვენი წუხილი და ნაკლულოვანებანი მაცხოვრისადმი რწმენით უნდა იკურთხებოდეს. მძიმეა იყო დევნილი, იცხოვრო
ჩვენი წუხილი და ნაკლულოვანებანი მაცხოვრისადმი რწმენით უნდა იკურთხებოდეს. მძიმეა იყო დევნილი, იცხოვრო ვალებით, იყო დამოკიდებული და ემსახურო ისეთ ადამიანს, რომელიც არც პატივისცემისა და არც სიყვარულის ღირსი არ არის, მაგრამ ეს უფლის გზაა! სასოება და მოთმინება ამ ცხოვრების უკუღმართ გზაზე უნდა განგვამტკიცებდეს. პირველი ქრისტიანები იბადებოდნენ, ცხოვრობდნენ და კვდებოდნენ იმ შეგნებით, რომ დაუმსახურებელ მწუხარებათა გზა ყველა მიწიერ გზაზე ზეაღვმავალია, სწორედ მას მივყავართ ზეცაში. ნუ დაივიწყებთ, ნებსით ვნებულნო, რომ უფალი ზეგარდამო დაგვყურებს და ხედავს ჩვენს ფიქრებს, გულს, ესმის ჩვენი კვნესა და აკურთხებს მოთმინებასა ჩვენსა. გაივლის რამდენიმე წელიწადი, ხოლო ზოგიერთებისთვის შესაძლოა თვეები და კვირეებიც კი, როცა ყოველივე მიწიერი გასრულდება, განსაცდელთა დღენი და ღამენი გარდავლენ და შემდგომად ხანგრძლივი, მძიმე, ქარიშხლიანი ნაოსნობისა ცხოვრების გზაზე მიაღწევს ლიმენას საუკუნო კეთილდღეობისა. ყველა მორწმუნე მასთან ვიქნებით, ჩვენ უფალთან, მის დიდებაში შევალთ, მივალთ ქვეყანასა, სადა არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება იგი დაუსრულებელი".
|