პაისი მთაწმინდელი

ჩვენს რწმენაში უნდა იყოს ღვთისმოსაობა. ღვთისმოსაური ღვაწლი აქედან იწყება. რაც მეტად ღვთისმოსაურად

ჩვენს რწმენაში უნდა იყოს ღვთისმოსაობა. ღვთისმოსაური ღვაწლი აქედან იწყება. რაც მეტად ღვთისმოსაურად მოღვაწეობს ადამიანი, მით უფრო უმრავლდება რწმენა და სიყვარული. ღვთისმოსაურ ღვაწლში ადამიანს მეტად ეხმარება ღვთის კეთილ საქმეებზე ფიქრი. თუ ღმერთი სწამს, ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, არსებობს სამოთხე, თუ არა. ის იმიტომ მოღვაწეობს, რომ სწამს ღმერთი და უყვარს იგი. ღვთისმოსაობის გარეშე ადამიანი იწყებს ფიქრს: "რატომ უნდა ვიმოღვაწეო? ისიც საკითხავია, არსებობს სამოთხე, იქნება საშინელი სამსჯავრო თუ არა?" თუ ადამიანი უმადურია, მას რაც არ უნდა გაუკეთო, მაინც უმადური დარჩება. ღვთისმოსავი ადამიანი ღმერთს განსაცდელშიც ადიდებს და ნელ-ნელა იქამდე მიდის, რომ მუდამ მადლობს ღმერთს, ისე რომ მის სულში საღვთო ცვლილება ხდება და განუწყვეტლივ ხარობს და მხიარულობს. ზოგიერთს კი, შეიძლება, განსაცდელიც კი არ შეხვდეს - მხოლოდ ღვთის წყალობას ღებულობდეს, ის კი მაინც არასდროს იყოს კმაყოფილი.
 
თემატური კითხვები
6