როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა,

როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა, სასტიკთა და უწყალოთა, ურიცხვთა მათ დემონთა, რომელნიც წარმოდგებიან, ვითარცა ბნელი ეთიოპელნი. და რამეთუ ხილვაცა ოდენ მათი ყოველ სატანჯველზე უფრო საშინელია. შფოთავს და ძრწის სული და მწუხარებით მილტოვლვილი ღვთის ანგელოზებთან ცდილობს დამალვას, ხოლო ანგელოზთა მიერ პყრობილი განვალს შორის საჰაერო საზვერეთა, რომელნიც აბრკოლებენ მას, რადგან ყოველი საზვერე მის ცოდვას წარმოაჩენს. რადგან სულის ყოველი ვნება და ყოველი ცოდვა მეზვერეთა და მტანჯველთა მისთა აღრაცხული აქვთ.
 
3