
ჭეშმარიტებას კი არ მოიპოვებენ, არამედ - შეიწყნარებენ, და ის ამაოდ დაშვრებოდა, ზეციური ძალებიდან რომ არ იღებდეს მასალას თავისი სამუშაოსთვის. ეს უმაღლესი ძალა რწმენაა.
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ჭეშმარიტებას კი არ მოიპოვებენ, არამედ - შეიწყნარებენ, და ის ამაოდ დაშვრებოდა, ზეციური ძალებიდან რომ არ იღებდეს მასალას თავისი სამუშაოსთვის. ეს უმაღლესი ძალა რწმენაა.
მეცნიერების სიძულვილი ნიშნავს, არ იშრომო ვენახის მოსაყვანად, არამედ მხოლოდ მისი ნაყოფით ტკბობა გსურდეს.
როგორი შიში და ძრწოლა მოგელის სიკვდილის დღეს, სულო ჩემო, ოდეს იხილავ საზარელთა და საკვირველთა, სასტიკთა და უწყალოთა, ურიცხვთა მათ დემონთა, რომელნიც წარმოდგებიან, ვითარცა ბნელი ეთიოპელნი. და რამეთუ ხილვაცა ოდენ მათი ყოველ სატანჯველ... იხილეთ სრულად
ქრისტიანმა შეძლებისდაგვარად უნდა შეზღუდოს თავისი საჭიროებები; სიფხიზლე და ზომიერება - ყველაზე საუკეთესო მარაგია, რომელიც ზეცისაკენ სავალ გზაზე შეგიძლია, თან გაიყოლო
ორფეოსი, პოეტთა მტკიცებით, ვეფხვებს სიმღერით ათვინიერებდა. მაგრამ ქრისტიანთა ღმერთმა, რომელმაც ადამიანებს ჭეშმარიტი რელიგიისკენ მოუწოდა, შეუდარებლად მეტი გააკეთა: მან მოათვინიერა ყველაზე მოუთვინიერებელი ცხოველი - ადამიანი.
როდესაც ადამიანმა „მოიწია გამომფიტავი მარხვა და მწუხარება, ხვედრად ერგო სნეულებანი, ტანჯვა–ვაება და სხვა ცხოვრებისეული სიავენი – ამით მას ერთგვარად ლაგამი ამოედო. იმისთვის, რომ კეთილგონივრულად ვერ შეინარჩუნა უშრომელი და უდარდელი ც... იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვნება არავითარ გარეგან თვისებასა და ღირსებაზე არ არის დამოკიდებული: ის კი არ არის მთავარი – წარჩინებული პირია ვინმე, თუ უჩინო, მდიდარია თუ ღარიბი, ან რაიმე უნარით დაჯილდოებულია თუ არა, არამედ ის – მორწმუნეა თუ არა, კეთილი... იხილეთ სრულად
645. მისაღებია თუ არა შეუფერებელი სიტყვებით საუბარი?