
ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა:
სევდა
როდესაც სევდის ბოროტი სული ეუფლება სულს, მაშინ აღავსებს რა მას ნაღველითა და უსიამოვნებით, საშუალებას
როდესაც სევდის ბოროტი სული ეუფლება სულს, მაშინ აღავსებს რა მას ნაღველითა და უსიამოვნებით, საშუალებას არ აძლევს ჯეროვანი გულმოდგინებით ილოცოს, ხელს უშლის სათანადო ყურადღებით იკითხოს საღვთო წერილი, უკარგავს მას სიმშვიდეს და დიდსულოვნებას ძმებთან ურთიერთობაში და უჩენს ზიზღს ყოველგვარი საუბრისადმი. ვინაიდან სევდით აღვსილ სულს, რომელიც უგუნური და გაშმაგებული ხდება, არ ძალუძს მშვიდად მიიღოს კეთილი რჩევა, ან მშვიდად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. იგი გაურბის ადამიანებს, როგორც დამნაშავეთ მისი სიმშვიდის დარღვევაში და არ ესმის, რომ სნეულების მიზეზი თავად მასშია.
|