
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თუკი ადამიანი ცხოვრების გზაზე რწმენით მიდის, დაუეჭვებლად ითხოვს ღვთისაგან შემწეობას, მასში ნელ-ნელა
თუკი ადამიანი ცხოვრების გზაზე რწმენით მიდის, დაუეჭვებლად ითხოვს ღვთისაგან შემწეობას, მასში ნელ-ნელა აღესრულება სასწაულებრივი მოვლენები: თავიდან მცირე, შემდეგ უფრო დიდი და იგი უფრო მორწმუნე ხდება. როდესაც საკუთარ თავზე განიცდის საღვთო საიდუმლოებებს, ადამიანი ღვთისმეტყელი ხდება, ვინადიან იგი გონებით კი არ ეხება, არამედ სინამდვილეში განიცდის ყოველივეს. მისი რწმენა განუწყევტლივ მრავლდება, რამდენადაც მოძრაობს სხვა სივრცეში - საღვთო მოვლენების სფეროში. თუმცაღა იმისათვის, რომ გამოცდილებით განვიცადოთ ღვთის საიდუმლოებები, საჭიროა გავნიძარცვოთ ძველი კაცი და გარკვეულად დავუბრუნდეთ ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობას. უნდა გვქონდეს უბოროტობა და უბრალოება იმისათვის, რომ შენი რწმენა იყოს ურყევი. უსიტყვოდ უნდა გწამდეს, რომ ისეთი არაფერია, რის გაკეთებაც უფალს არ ძალუძს.
|