პაისი მთაწმინდელი

მოყვასის ჭეშმარიტი სათნოყოფის სურვილში მდგომარეობს სათნოყოფა ქრისტესი. აი, რას უნდა ვაქცევდეთ

მოყვასის ჭეშმარიტი სათნოყოფის სურვილში მდგომარეობს სათნოყოფა ქრისტესი. აი, რას უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას: როგორ განვწმიდოთ სათნოყოფა მოყვასისა, ანუ როგორ განვაშოროთ მას კაცთმოთნეობა იმისათვის, რომ ეს ადამიანური შესაწირი (ანუ სათნოყოფა მოყვასისა) ქრისტესთან მივიდეს. თუკი ვინმე, ვითომდა მართლმადიდებლურად ცდილობს ეკლესიის პრობლემები მოაწესრიგოს, მისი ჭეშმარიტი მიზანი კი საკუთარი თავის "მოწესრიგებაა", ანუ პირადი გამორჩენა, ასეთი ადამიანი რანაირად იქნება ღვთისაგან კურთხეული?! საჭიროა, რამდენადაც შესაძლებელია, საკუთარი ცხოვრება ისეთი გახადო, რომ ღმერთს დაუახლოვდე. გამუდმებით უნდა ამხილებდე საკუთარ თავს და ღვთის ნების შესრულებას ცდილობდე. ღვთის ნების აღსრულებით ადამიანი ღმერთს უნათესავდება და მაშინ მუდამ ღვთის წყაროდან იღებს წყალს.
 
თემატური კითხვები
0