წმ. ათანასე ალექსანდრიელი

ნათლისღების საიდუმლო წმიდა სამების სახელით აღესრულება, რამეთუ სწორედ სამებისაგან მოგვენიჭა საღმრთო

ნათლისღების საიდუმლო წმიდა სამების სახელით აღესრულება, რამეთუ სწორედ სამებისაგან მოგვენიჭა საღმრთო მადლი. ღმერთმა, არა როგორც რისამე არმქონემ და ნაკლულოვანმა, არამედ როგორც მამამ, თავისი სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, ყოველივე შეჰქმნა თავისგან არსებული სიტყვით და წმიდა ემბაზსსაც იგი ძითვე აფუძნებს. რასაც არ უნდა იქმოდეს მამა, ყოველივეს იგი ძით იქმს სულის მიერ. ასევე, ნათლისღების საღმრთო საიდუმლოშიც, მამა ვისაც ნათლავს, ის ძითაც ინათლება და იკურთხება და ვინც ძით ინათლება, ის სულიწმიდის მიერ ნათლდება და იკურთხება საღმრთო მადლის ზემოქმედებით, რამეთუ წმიდა სამების ქმედება ერთიანია.
 
თემატური კითხვები
0