image
წყარო: სულიერი მდელო [გვ. 236]

ზოგჯერ უფალი არ ასრულებს ჩვენ თხოვნას, ან აყოვნებს მის აღსრულებას, არა იმიტომ, რომ არ ვუყვარვართ,

ზოგჯერ უფალი არ ასრულებს ჩვენ თხოვნას, ან აყოვნებს მის აღსრულებას, არა იმიტომ, რომ არ ვუყვარვართ, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ გამუდმებით ვისწრაფოდეთ მისკენ. ასე იქცევიან შვილისმოყვარული მამები: როდესაც ხედავენ, რომ შვილთაგან რომელიმე დაუდევარია, ისინი მეყსეულად არ ასრულებენ მათ თხოვნას არა იმიტომ, რომ იგი სძულთ, არამედ იმიტომ, რომ მიღების შემდეგ კვლავ დაუდევრობაში არ ჩავარდეს.
 
0