წმ. იოანე ოქროპირი - ღვთისმსახურთა მიმართ
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: ღვთისმსახურთა მიმართ

სწავლა ი. მღვდელთა მიმართ.

გეტყვი შენ, ჰოი მღვდელო, მწყემსო ქრისტეს ცხოვართაო და მდგომარევ წინაშე საშინელსა მისსა ტრაპეზსა, ყოველთათვის მორწმუნეთა ვედრებისა შემწირველო ღვთისა მიმართ, განიშორე სიმთვრალე, რამეთუ შეამწიკვლებს ვედრებასა შენსა და ნუ აღრევ სიტყვასა შენსა ერისა მიმართ ლიტონისა. იხილე, იხილე, რამეთუ ღვთისა თანა მზრახველ ხარ. ხორცნი შენნი წმიდად დაიმარხენ, უწყოდე, რამეთუ შუა მდგომელი ხარ ღვთისა და კაცთა. სლვა მშვიდი გაქუნდინ ფერხთა შენთა, ვინათგან ადგილსა წმიდასა ჰსდგახარ! დაიცავ ხელი შენი ყოვლისაგან არა წმიდებისა, რამეთუ მათ მიერ მოიღებ ხორცა ქრისტესსა. სიმდაბლე მიიღე, რამეთუ მდაბალთა მოხედავს ღმერთი. წმიდად გაქვნდინ ენა ყოვლისა კაცისა განკითხვისაგან, რამეთუ მით ადიდებს ღმერთსა ანგელოზთა თანა! განეშორე შფოთსა ერისასა, რათა არა შემაშფოთებელ გექმნას გონება, არამედ წმიდასა ლოცვასა ღვთისა მიმართ აღავლენდეს! მოწყალე იქმენ გლახაკთა ზედა, რამეთუ მოწყალენი ჰპოვებენ წყალობასა ღვთისა მიერ. მოუხდე რა მიდასა მას ტრაპეზსა, წარიხადენ, ვითარცა მოსე, შიში უჯერო და მწუხარება მსოფლიო და არა წმიდანნი გულის-სიტყვანი გულისაგან შენისა, რამეთუ ადგილი, რომელსა ზედა შენ სდგა, წმიდა არს. მოიხსენენ წმიდათა შესაწირავთა შინა ძმანი შენნი სულიერნი და ხორციელნი! ნუ ჰსცვალებ ვედრებასა უჯეროდ, ნუცა ხმასა უწესოდ, იკითხვიდე გულს-მოდგინებით ცხოვრებასა წმიდათა მამათასა, ნუ ლაღობით, არამედ მეცნიერებით. ასწავებდ თავსაცა შენსა და სხვათაცა კეთილად და ბრძანებისაებრ უხუცესისა შენისა და ნუ შენ მიერ, რათა არა კადნიერებისა მახვილით დაეცე.
    ნუ განაძღებ მუცელსა შენსა ფრიად, რათა არა ოხრვიდე უშვერად და განსდევნო ფშვინვითა სული წმიდა გარდამომავალი ნიჭსა ზედა. და დგომასა შენსა წინაშე წმიდისა ტრაპეზისა, ნუ წამ-წამ იხედავ, არამედ ოდენ აღიხილევდი თვალთა მხოლოსა ღვთისა მიმართ, რომელი დამკვიდრებულ არს ცათა შინა, და თაყვანის ცემდ; მშვიდობასა ჰყოფდი უკანასკნელადმდე და ყოველთათვის კურთხევასა და წყალობასა ითხოვდე. დასდეგ წინაშე საკურთხეველისა, თვინიერ განკითხვისა, აღიპყრენ ხელნი ფრთეთაებრ განკითხვისასა.
    კვალად გეტყვი შენ, ჰოი, მსახურო ქრისტესო! ეკრძალე სასმელსა, რამეთუ სერაფიმი ხარ ხორციელი და უშვერ არს შენდა მიდევნება სასმელისა და უჯერო მონაგებთა სიყვარული და საძაგელ ამპარტავნება, განმკითხველობა, ზვაობა, სილაღე და გულის-თქმა სიძვისა. ესე ყოველნი ანგელოსთა მხედრობისაგან უცხო არიან, რომელთა წესი მოგიგიეს, ჰოი მღვდელო, და მსახურებ ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა და უფროს მათსა შეერთები, რამეთუ იტყვი: "აწ ძალნი ცათანი უხილავად ჩვენთანა მსახურებენ". მისთვის, მღვდელო, იყავ კეთილ გონიერ და გულის-ხმა-ჰყავ, თუ რა ხარ, ანუ რაისა მსახურებ. ჰსცან თავი შენი და ჰმონე უფალსა შიშით და სიყვარულით, და ყოველი ჩვეულება ამაო განაგდე და ანგელოსებრივი მსახურება მოიგე. შიშით და სიყვარულით და კრძალულებით იპყარ საიდუმლონი, რათა იქმნა ცათა შინა მედღესასწაულე ანგელოსთა თანა და ყოველთა წმიდათა დაუსრულებელსა მას კეთილსა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად და დამკვიდრებად, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ დარომლისა თანა მამასა შვენის დიდება, და სიმტკიცე სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები