თემა:
სიზარმაცე უდებება
უმთავრესი უძლურება ესაა უსაქმურობა, დაუდევრობა, უდებება, გაუფრთხილებლობა. ეს მთელი ჩვენი არსების ის
უმთავრესი უძლურება ესაა უსაქმურობა, დაუდევრობა, უდებება, გაუფრთხილებლობა. ეს მთელი ჩვენი არსების ის საოცარი სიზარმაცე და პასიურობაა, რომელიც ყოველთვის დაბლა გვეწევა და ზემოთ არასოდეს აღგვამაღლებს, რომელიც გამუდმებით გვარწმუნებს, რომ შეუძლებელია და ამავე დროს არასასურველია რაიმე შეიცვალოს. ესაა ჩვენში ჭეშმარიტად ღრმად ფესვებგადგმული ცინიზმი, რომელიც ნებისმიერ სულიერ მოხმობაზე პასუხობს - "რისთვის?" და რომლის წყალობითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვფლანგავთ ჩვენთვის ნაბოძებ სულიერ ძალებს. უსაქმურობა ყოველგვარი ცოდვის ფესვია, იმიტომ რომ ის სულიერ ენერგიებს სათავეში წამლავს.
|