პაისი მთაწმინდელი

აუცილებელია სიფხიზლე. რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი, იგი ამას ღვთისათვის უნდა აკეთებდეს. ჩვენ

აუცილებელია სიფხიზლე. რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი, იგი ამას ღვთისათვის უნდა აკეთებდეს. ჩვენ ვივიწყებთ ღმერთს და შემდეგ ჩაერთვება აზრი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ, ჩაერთვება კაცთმოთნეობა და ვცდილობთ, თვალში არ მოვხვდეთ ადამიანებს. თუკი ვინმე იმ აზრით მოქმედებს, რომ ღმერთი ხედავს მას, აკვირდება მის ნამოქმედარს, იგი რასაც უნდა აკეთებდეს, ყველაფერი გამოუვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც რაღაცას იმისათვის აკეთებს, რომ ადამიანების წინაშე გამოჩნდეს კარგად, ის ყველაფერს კარგავს და ამაოდ ფლანგავს. ვიდრე რაიმეს გააკეთებდეს, ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: - "კარგი, ვთქვათ, მე მომწონს რასაც ვაკეთებ, მაგრამ ღმერთს თუ მოეწონება?" და კარგად დააკვირდეს, სათნოა თუ არა ის ღვთისთვის. თუ მას ამის გაკეთება ავიწყდება, მაშინ მას ღმერთი დაავიწყდება.
 
თემატური კითხვები
0