
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
თემა:
ღვაწლი
დრო ცოტა გვაქვს და არ ვიცით, თუ როდის განილევა იგი. ამიტომ ვიღვაწოთ, თავს ჩავუკვირდეთ და
დრო ცოტა გვაქვს და არ ვიცით, თუ როდის განილევა იგი. ამიტომ ვიღვაწოთ, თავს ჩავუკვირდეთ და გულისწყრომითა და ძლიერი ლოცვით განვაგდოთ ყოველგვარი უკეთური გულისსიტყვა. დიდ სარგებელს შეგვძენს ცრემლთა დენაც - ის განწმედს და "უფროის თოვლისა" განასპეტაკებს სულს. მხნედ ვიდგეთ, რამეთუ ჩვენი ბრძოლა მიმართულია ბნელეთის ძალთა წინააღმდეგ, რომლებიც არასდროს გადმოვლენ ჩვენს მხარეს და არც თავიანთ შემოტევებს შეასუსტებენ. ამიტომაც განვეწყოთ ბრძოლისთვის და ნუ მივეცემით თვლემას, რამეთუ ჩვენს წინაშეა საფრთხე, რომელიც მარადიული ცხოვრების ფასად დაგვიჯდება. თუ დავიძლევით, დავკარგავთ სულს, მოვაკლდებით ღმერთთან მარადიულ ნეტარებასა და სიხარულს და სასჯელად მეორე სიკვდილი - ღვთისგან მარადიული განშორება მოგვეგება. ნუ იყოფინ!
|