image
წყარო: სულიერი მდელო [გვ. 342]

შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის მოთმინებია, თავაზიანობის, ქველმოქმედების შემხედვარე მისმა

შეუძლებელია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის მოთმინებია, თავაზიანობის, ქველმოქმედების შემხედვარე მისმა მტერმა ოდესმე ჯერ სინანული არ იგრძნოს, შემდეგ უკვე სიბრალული უდანაშაულოდ ტანჯულისადმი, ანდა საკუთარი თავის, როგორც ბოროტების საბრალო იარაღის მიმართ; და ბოლოს, მას სიყვარულიც კი გაუჩნდება თავისი მოსიყვარულე მტრისადმი. განა არ ყოფილა წუთები, როდესაც საული გრძნობდა თავის უსამართლობას მის მიერ დევნილი დავითისადმი, იაზრებდა მისი საქციელის კეთილშობილებას და ცრემლებით გამოხატავდა თავის პატივისცემასა და რაღაც გრძნობას, რომელიც დავითის მიმართ სიყვარულს ჰგავდა (1 მეფეთა 24, 17-18)?!
 
თემატური კითხვები
0