
წყარო:
სულიერი მდელო [გვ. 402]
ნემსით ჩხვლეტა დიდ ტკივილს არ აყენებს; მაგრამ თუკი ვინმეს აზრად მოუვიდოდა, საკუთარი სხეული დიდხანს
ნემსით ჩხვლეტა დიდ ტკივილს არ აყენებს; მაგრამ თუკი ვინმეს აზრად მოუვიდოდა, საკუთარი სხეული დიდხანს დაეჩხვლიტა ერთსა და იმავე ადგილას, მაშინ ასეთ ხუმრობას საზიანო შედეგები მოჰყვება, რადგან ზოგჯერ ძლივს შესამჩნევ ნაჩხვლეტს იმდენად ძლიერი ანთება მოჰყვება, რომ მთელი ამ ნაწილის მოკვეთა ხდება საჭირო. ამის მსგავსად სულიერი ცხონების მსურველი მცირედშიც უნდა ფრთხილობდეს და აღიარებდეს მათ; რადგან მცირე ცოდვების მრავალგზის გამეორება უცილობლად ან უკანონობასთან მიგვიყვანს, ანდა უკვე მომაკვდინებელი ცოდვაა, რომელიც სულს მადლმოსილ ძალებს განაშორებს.
|