
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სიყვარული მოყვასისადმი
სწავლა კა. სიყვარულისათვისვე მოყვსისა.
გევედრები, საყვარელნო ძმანო! რომელთა ესე ყოველი ვიცით, ვისწრაფოთ შეყვარებად ძმათა, რათა არა მტყვარად გამოვაჩინოთ სიყვარული ღვთისა, რამეთუ იტყვის: "რომელმან სთქვას, მიყვარს ღმერთი და ძმაი არა უყვარდეს, იგი მტყვარ არს". არამედ ვიღვწიდეთ სულთა ჩვენთა და ვისწრაფდეთ შეყვარებად მოყვსისა. და ნუმცა განვეშორებით გვამნი (ჩვენ) თავსა, რომელ არს ქრისტე, და ნუმცა განვეყოფით ასოთა ჩვენთა, რომელ ესე საქმე არს განცოფებულთა (სულელთა). არამედ უფროსღა ვისწრაფდეთ კვალსა ქრისტესსა შედგომად, და ვკურნებდეთ ასოთა ჩვენთა, უკეთუ უძლურნი იყვნენ, რამეთუ ხორციელთა ამათ ასოთა შინა (არიან), უკეთუ ვიხილით ერთი რომელიმე მოუძლურებული, ყოვლითა მოსწრაფებითა არა დავსცხრებით კურნებად, და უკეთუ ვერ შევუძლოთ, არავე უგულებელს-ვყოფთ. ეგრეთვე უკვე, საყვარელნო, ვისწრაფოთ ძმათ-მოყვარება და კეთილის ყოფა, რათა "ურთიერთარს სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტეს სიყვარულისა" და მივემთხვივნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ