წმ. იოანე ოქროპირი - სიყვარული მოყვასისადმი
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

სწავლა კბ. სიყვარულისათვის ძმათასა.

საყვარელნო, არა მოციქულთა ოდენ (მარტო) ამცნებდა ღმერთი ურთიერთარს სიყვარულსა, არამედ ყოველთა, რომელთა ეგულებოდა სიტყვითა მათითა რწმუნება მისა მიმართ. და არა რაი სხვა დააბრკოლებს წარმართთა ჩვენდა მომართ, გარნა ესე, რომელ სიყვარული არა გვაქვს ურიერთარს. ხოლო მოციქულნი ძლიერად იყვარებოდენ ურთიერთარს, ვითარცა იგი იხილეთ პეტრე და იოანე - ვითარ იყვნენ. და კვალად პავლე, ვითარ იყო მათდა მიმართ სიყვარულითა, რომელთა იგი ყოველივე სათნოება აქუნდა, არამცა უფროსად (და განსაკუთრებით) დედა იგი სათნოებათა სიყვარული აქვნდა, - რამეთუ ესე საქმე სილისაგან სათნოისა და წმიდისა აღმოეცენების. ხოლო სადა უკეთურება იყოს, ესე ნერგი განხმების, რამეთუ რაჟამს განმრავლდეს უსჯულოება, განხმეს სიყვარული მრავალთა და წარმართთაცა ვერ მოაქცევენ სასწაულნი, ვითარ საქმენი კეთილნი და ცხოვრება სათნოი. ხოლო ცხოვრებასა ბრწყინვალე არ რაი ჰყოფს, ვითარ სიყვარული ძმათა. რამეთუ, რაჟამს ქადაგება იგი არღა გავრცელებულ იყო, სამართლად საძიებელ იყვნეს სასწაულნი. ხოლო აწ, უფროსად საქმეთა კეთილთა, ჯერ არს მოგებაი, რომელ არს ძმათ სიყვარული. რამეთუ ვერა რაი ესრეთ შეარცხვენს წარმართთა, ვითარ სათნოება, ვერცა რაი ესრეთ დააბრკოლებს, ვითარ უკეთურება. რამეთუ, რაჟამს იხილონ მასწავლელი სიყვარულისა, სიძულვილსა შინა, და ანგარებასა, და ტაცებასა, არა ტყუილად შერაცხონა სწავლა იგი და ჩვენ ვიქმნებით მიზეზ მათისა საცთურსა შინა დადგრომისა?! რამეთუ მათისა სარწმუნოებისა საცთური უცნობიეს და ჩვენი ესე ჭეშმარიტება უყვარს, არამედ საქმეთა ჩვენთა მიერ დაიხრწევის, რაჟამს არა გვიყვარდეს ძმანი. ხოლო უკეთუ ვიტყვით, ვითარმედ პირველთა მამათა რად არა ჰბაძვენ, არამედ იგინი ჩვენ მიერ ეძიებენ სარგებელსა, რომელთა გვხედვენ და იტყვიან, გვიჩვენეთ სარწმუნოება თქვენი საქმეთა მიერ კეთილთა და, რაჟამს გვიხილენ ჩვენ ბოროტთა შინა, თვისსავე წესსა ზედა დაადგრებიან. ამისთვის უკვე მოგვეხადების ჩვენ სასჯელი, არა ბოროტთა მათთვის ოდენ, რომელსა ვიქმთ, არამედ ამისათვისცა, რომელ სახელი ღვთისა ჩვენ მიერ იგმობის. ამისთვის მეშინის, ნუ უკვე დავადგრეთ ბოროტსა შინა და ვჰპოვოთ სასჯელი საუკუნო, არამედ გევედრები საყვარელნო, ხელ ვჰყოთ სათნოებასა და აღვასრულოთ ჰსჯული სიიყვარულისა. რამეთუ აღმასრულებელი ჰსჯულისა სიყვარული არს, და ძმათ მოყვარებითა ვჰსწყალობდეთ ყოველთავე, რათა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვივნეთ მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა ჰშვენის დიდება, სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები