ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მოწყალება
სწავლა კგ. თავი ჱ. მოწყალებისათვის.
საყვარელნო, უფალი იტყვის, ვითარმედ "ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა", რამეთუ, უკეთუ ესე ნათელი დღისა ესრეთ კეთილ არს, გულის-ხმა-ვჰყოთ, თუ რაბამ იყოს იგი ნათელი ჭეშმარიტი, რამეთუ რაოდენ მცირედისა სანთლისა ნაელსა მზისა ბრწყინვალება უმჯობეს არს; ესოდენ და ფრიად უმეტესცა, იგი ნათელი, მზისა ნათელსა უმჯობეს არს და უდიდებულეს? ამისთვის თქმულ არს, ვითარმედ მზე დაბნელდეს მის ნათლისა დიდებულებისაგან.
ხოლო უკეთუ ამას სოფელსა შინა სახლთა ნათელთა და შვენიერთათვის ფრიადსა ვიქმთ წარსაგებელსა და შრომასა, არა ჯერ არსა? სრულიად ხორცნიცა ჩვენნი მოვაკვდინნეთ და წარვსწყმიდნეთ, რათა საუკუნესა მას მოვიგოთ საყოფელი დიდებული, სადა იგი ნათელი თვალთშეუდგამი არს. რამეთუ აქა ჭირი გვიხმს და შფოთნი, სასჯელნი და შურნი სხვათათანა, ხოლო მუნ არა რაი არს ესევითარი: არცა შური, არცა ჰხდომა, არცა სასჯელი საზღვართათვის და ამის სოფლისა საყოფელთა უეჭველად დატოვება თანა გვაძს. ხოლო იგი საუკუნოდ ჰგიეს და ესე ყოველი წარხდეს. ხოლო იგი დაუძველებელ არს და ამას, გლახაკი თუ იყოს, ვერ მოიგებს. ხოლო მისი ორითა დანგითა შესაძლებელ არს მოგებაი, ვითარცა მან ქვრივმან ჰქმნა. ამისთვის მწუხარე ვარ, რომელ, ესოდენი კეთილნი ჩვენდა წინამდებარე არიან და, ჩვენ ესრეთ უდებ ვართ. და რათამცა აქა ბრწყინვალენი სახლნი აღვაშენნეთ მოსწრაფე ვართ, ხოლო მუნ არა გვნებავს, რათამცა მცირე საყოფელი მოვიგეთ, რამეთუ სადა გიყვარს ყოფაი შენ სოფელსა ამას - ქალაქსა სამეფოსა, ანუ ადგილსა უდაბნოსა? არა სამეუფოთა მათ საყოფელთა შინა გირჩევიესა ყოფაი? ხოლო მე წარგიყვანო შენ ქალაქად, რომლისა ხელოვანი და აღმაშენებელი ღმერთია მუნ! გევედრები, საყვარელო, რათა აღიშენო საყოფელი მცირედი საფასითა და მცირედითა შრომითა სახლისა მის, რომლითა გლახაკთა ხელნი აღაშენებენ და იგი არს ჭეშმარიტი მონაგები, ხოლო ამის სოფლისა ყოველივე ცუდ არს და ამაო, და საქმე უგულისხმოებისა. მითხარ-ღა, უკეთუმცა ვინ ქვეყანასა სპარსეთსა მიგიყვანა ხილვად ქვეყანისა მის, და მასვე ჟამსა მოქცევად, და მერმეცა გეტყოდა მუნ აღშენებად სახლთა და ტაძართა დიდთა? არამცა აბრალეა უგუნურებასა მისსა, რამეთუ ესრეთ ამაოსა წარსაგებელისა ყოფასა გაწვევს? ვითარ უკვე აქა იქმ, სოფელსა შინა, რომელი შემდგომად მცირედისა ჟამისა წარსვლად ხარ ამიერ? ნუ იტყვი, თუ შვილთა დავუტეო, არამედ მათცა დატევებაი თანა აძსთ ყოვლისავე მცირედისა შემდგომად შენსა. და ნუ უკვე უწინარეს შენსაცა დაუტეობ, და არს ესე ყოველი შრომა ცუდი. ხოლო მუნ ესე ვითარი არა რაი არს, არამედ შეურყეველ არს მონაგები იგი, რომელნი იგი მოიგოს: მის მონაგებისა მმარხველი ქრისტე არს, მის მონაგებსა ზრუნვანი და საურავნი არა უხმან, რამეთუ, რაჟამს ღმერთი იყოს მოქმედი საქმისა, რადღა სახმარ არს ზრუნვაი და ჭირი? ღმერთი ყოველსა საფასესა შენსა, რომელი მისცე გლახაკთა, აღიხვამს და აღგიშენებს მუნ სახლსა. და არა ესე ოდენ არს საკვირველი, არამედ უფროსად ესეცა, რომელი ესე ვითართა აღგიშენებს, ვითარი შენდა სათნო იყოს, რამეთუ ხელოვანი არს კეთილი და ფრიად ეწყალვი შენ. და უკეთუ გლახაკი იყო და აღიშენებდე შენ სახლსა მას, არა მოიწიოს შენ ზედა სხვათა მიერ შური, რამეთუ არავინ ხედავს მას, მოშურნეთაგანი, არამედ ანგელოსნი ჰხედავენ მას, რომელთა ფრიად უხარის კეთილი შენი, და მეზობელ შენდა არა არიან კაცნი ბოროტნი, არამედ წმიდანი იგი და კეთილნი პეტრე და პავლე, და იოანე, და მსგავსნი მათნი წინასწარ-მეტყველნი, მოწამენი, ანგელოსნი, მთავარ-ანგელოსნი და ყოველნი ზეცისა მხედრობანი, და რომელნი მოწყალებისა მიერ განბრწყინდნენ. ამისთვის გევედრები, ჰოი ძმანო საყვარელნო, წარვაგოთ ჩვენ ყოველივე გლახაკთა ზედა, რათა ესე ვითარნი იგი საყოფელნი ვჰპოვნეთ სასუფეველსა ცათასა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის ყოველი დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ