ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
წყარო:
ოქროს წყარო [გვ. 54]
თემა:
მოწყალება
სწავლა კე. მოწყალებისათვისვე
სწავლა კე. მოწყალებისათვისვე
ისმინეთ საყვარელნო, ვითარმედ, რომელი სწყალობდეს გლახაკსა, იგი ავასხებს ღვთისა და ვერვინ შემძლებელ არს მიტაცებად მისსა, არამედ იქმნების კეთილ დამარხულ მისთვის და განმრავლებულ, რამეთუ არცა კაცი უგულებელს ჰყოფს და, შესწორებულად მიაგებს ნიჭსა. არა უფროსად და უმეტესად ქრისტემან მიანიჭოსა?! რამეთუ რომელი არა ავასხებს, მასცა მისცემს, ხოლო რომელმან ავასხოს, მას არა მისცესა? ისმინე სოლომონისი, თუ ვითარ იტყვის: "რომელი ჰსწყალობდეს გლახაკსა, იგი ავასხებს ღმერთსა". ჰხედავა საქმესა ყოვლად დიდებულსა ვასხისასა? სხვა არს რომელი აღიღებს და სხვა არს როელი აასხებს და ხელთ უდებს, რამეთუ არა სთქვა, თუ რომელი სწყალობდეს გლახაკსა, მისცემს ღმერთსა, არამედ "ავასხებს ღმერთსაო", რათა არა ლიტონად თვისი მიიღოს, არამედ მრავლითა სარგებლითა. ხოლო ჩვენ მათ ვავასხებთ, რომელნი უფროს მოგვაგებენ. და ვეძიებთ მშვიდთა, და დაუტეობთ მშვიდსა და კეთილ-მეცნიერსა ღმერთსა, სამ წილად მომგებელსა და უფროსღა ათს წილად წილად, და ცხოვრებისა საუკუნოსა მომნიჭებელსა იესოს. და მივანდობთ მიწასა, რამეთუ რაი მოგვაგოს ჩვენ მატლმან მრავალთა განმხრწნელმან ანუ თოხმან, ბარმან და წერაქვმან? ხოლო რაი არიან ცუდად მზვაობრობაი, გარნა შური და სიბოროტე? რა არს გემოთმოყვარება, გარნა მწუხარება და ამაოება? ხოლო რა არს სიძვა, გარნა გეენია და მატლნი დაუძინებელნი? ესე არიან მდიდართა და უწყალოთა ღირსნი: აქაცა ბოროტი მათი და მერმესა მას მწარე სატანჯველი. არამედ არა ტყუილ არს მეტყველი, ვითარმედ "ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ". ამისთვის გევედრები, საყვარელნო, ძმანო, ვიქმოდეთ მოწყალებასა და ვავასხოთ ღმერთსა, რამეთუ იტყვის: "რომელი სწყალობდეს გლახაკსა, ავასხებს ღემრთსა". ამას ვასხსა შეიტკბობა, უფალი, ჩვენ მიერ, რომელი გლახაკთა მიმართ ვჰყოთ წყალობა, არამედ ოდეს მომაგო ჩვენ, მომითხრა ესეცა მეუფეო წმიდაო:
ოდეს დასჯდეს ძე კაცისა საყდართა დიდებისა თვისისასა და დაადგინნეს მოწყალენი მარჯვენით მისსა, ხოლო ანგელოსნი (ბოროტნი) და უწყალონი მარცხენით და რქვას მოწყალეთა: "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისათ, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა, და მასვით მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე". რაისათვის, უფალო, არა რასა სხვასა სახესა შემოიღებდ ხსენებად გარნა მოწყალებისა.
და სთქვა, "არა ვსჯი შეცოდებულთა, არამედ უნანელთა". არა დავსაჯნე მდიდარნი, არამედ უწყალონი და მათ ვამხილო, ვითარმედ აქუნდა ესე ვითარი შემწე ცხოვრებისა, ესე იგი არს მოწყალება, რომლითა ყოველნი ცოდვანი მოისპობიან და ესოდენნი კეთილისა საქმენი უგულებელს-ჰყვნეს.
ისმინე და შეძრწუნდი, ჰოი კაცო! რამეთუ არა ესე სიმდიდრე მონაგებისა მოგიღებიეს, რათა ჭამასა და სიმთვრალესა შინა წარაგო იგი ყოველი, არამედ, რათა სწყალობდე გლახაკთა, უმჯობეს არს, რათა წარგზავნო ეგე მას საუკუნესა, ხელითა გლახაკთათა და მოწყალებასა შინა განაბნიო. ნუ უკვე ჰგონებ, თუ შენი არს ეგე? არამედ გლახაკთა განსაყოფელად მოცემულ არს შენდა, ღმერთი თვის თვისად ყოფს მონაგებსა? ნუ არა ძალ ედვაა ღმერთსა მოღებად შენგან და მიცემად გლახაკ თა? არამედ არა ჰყოს ეგრე, რათა შენ გყოს გლახაკთა მიმართ პატივის მოყვარე, და მოწყალებისა მიერ სასუფეველი დაგიმკვიდროს, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შვენის დიდება, სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

|