წმ. იოანე ოქროპირი - მოწყალება
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: მოწყალება

სწავლა კვ. თავი თ.

რათა არა ნატაცებისაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა, ვისწრაფოთ, ძმანო, ყოვლითა ძალითა ჩვენითა, რათა აღვხოცოთ ყოველი ბილწება სულისაგან ჩვენისა! რამეთუ განსწმედს პირველად ნათლისღებაი, ხოლო უკანასკნელ - სხვანი საქმენი კეთილნი. რამეთუ ღმერთმან კაცთმოყვარებითა თვისითა მოგვცა ჩვენ შემდგომად ნათლის ღებისა მიზეზნი მრავალნი განწმედისანი, რომელთაგანი არს პირველი მოწყალებაი, - რამეთუ მოწყალებითა და სარწმუნობითა განწმდებიან ცოდვანი.
    ხოლო მოწყალებასა არა მას ვიტყვი, რომელი ტაცებისა მიერ და მონახვეჭილთა მონაგებთაგან იქმნებოდეს, რამეთუ იგი არა მოწყალება არს, არამედ უკეთურება! რამეთუ რაი სარგებელ არს ერთისა განძარცვაი და მეორისაი? რამეთუ, დაღაცათუ ჩემი მოტაცებული გლახაკთა მივსცეთ, არა რაი სარგებელ იყოს და გამოაჩინებს ზაქე, რომელმან მოტაცებული ყოველივე ოთხკეცად უკვე ჰსცა. ხოლო ჩვენ ფრიადსა ვიტაცებთ და მცირედსა მივსცემთ და ამით ვჰგონებთ ღვთისა მომადლებასა, რომლისა მიერ უფროსად განრისხნების იგი. რამეთუ მითხარღა, ჰოი კაცო, უკეთუ ვითარი მომკვდარი გზასა ზედა ჰპოვო და მოითრივო და შეიღო საკურთხეველად, არა ყოველი შენ გეცინოდინა? აწ უკვე გამხილებ, ვითარმედ მოტაცებულისაგან ქმნილი მოწყალება ამისსა უსაძაგელეს არს. რამეთუ ყოველივე ცოდვა სიმყრალე არს ბოროტი, და ისმინე წინასწარ-მეტყველისა, ვითარ იტყვის, ვითარმედ: "შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი". ხოლო შენ სიტყვით ევედრები ღმერთსა დავიწყებად ცოდვათა შენთა და საქმით არა შეუნდობ მას დავიწყებად, არამედ მარადღე მოიხსენებ. რამეთუ უკეთურებისა მონაგებსა საკურთხეველსა ზედა დასდებ და წმიდათა მისცემ; ანუ იტყვი შენ, ვითარმედ არა მოტაცებულსა მივსცემ, არამედ არამედ სხვასა, რომელნი თვით ჩვენი იყოს და არა გულის-ხმა-ჰყოფ, ვითარმედ, დაღაცათუ სიმრავლესა საფასეთასა მცირედი უსჯულოებით მოგებული შთავარდეს, მას ყოველსა შეაბილწებს, - ვითარცა სკორე მცირე აღამღვრევს წყალსა წმიდასა და აღაყროლებს, და ჩვენ ხელთა ვიბანთ, მირავიდოდეთ ეკკლესიად, ხოლო გულთა არა. და არა უწყით, ვითარმედ არა თუ ხელნი რას იტყვიან, არამედ სული იქმს ვედრებასა ღვთისა მიმართ. რამეთუ ჩვენ უნდოთა საქმეთა და მცირეთა ვისწრაფით ქმნად და დიდთ შეურაცხვჰყოფთ. რამეთუ, უკეთუ უბანელითა ხელითა ლოცვაი უწესოება არს, არა უფროსად შეგინებულითა სულითა ბოროტ არს ლოცვაი? ამისთვის ურიანიცა შექცეულ იყვნეს ბოროტთა საქმეთა და წყლითა დაბანასა ხელთასა მოსწრაფე იყვნეს! ამისთვის ეტყვის მათ წერილი, ვითარმედ "განიბანე უკეთურებისაგან სული შენი ვიდრემდის იყვნენ შენთანა გულის-სიტყვანი ბილწნი". განვიბანოთ უკვე ნუ მწვირითა, არამედ წყლითა მოწყალებისათა, და ნუცა ანგაარებით. პირველად განეყენე მოხვეჭასა და ტაცებასა, და მერმე ჰქმენ ჰქმენ მოწყალება. "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი", დააყენენ ხელნი ანგაარებისაგან და მოხვეჭისა და ესრეთ წარმართენ იგინი მოწყალებად. უკეთუ მითვე ხელითა, რომლითა ვჰსძარცვიდეთ სხვათა და სხვათა შევჰმოსდეთ, საძაგელ არს ესე წინაშე ღვთისა, რამეთუ კაენისთვისცა უმჯობეს იყო, უკეთუმცა არა შეეწირა. ხოლო, რომელმან უკეთუ უდარესი შესწირა, განარისხა ღმერთი, ხოლო - რომელი შესწირვიდეს ღვთისასა (სხვისასა) არა ფრიად განარისხოსა, რამეთუ გრქვას შენ, ვითარმედ: "მე არა მოტაცება გასწავე, და შენ მოტაცებულისა მიერ პატივ მცემა, ჰგონებ სამე უსჯულოო, მეცა შენვე გემსახურო? აწ გამხილო და წარმოგიდგინნე წინაშე პირსა შენსა ცოდვანი შენნი". გარნა ნუ იყოფინ სმენად ერთსაცა ჩვენგანისა ამის ხმისა. არამედ გევედრები, ძმანო, რათა მოწყალება წმიდა ვჰქმნათ "და საუკუნენი კეთილნი ვფპოვნეთ მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ"
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები