თემა: განკითხვა, ეშმაკი
როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, არავის განკითხვა არ შეიძლება: "არა განიკითხოთ და არა განიკითხებით" (ლუკა 6, 37), და იმისთვის, რომ საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად ჩათვალო, ძმის შეცოდება შენს საკუთარ შეცოდებად უნდა მიიჩნიო და უნდა გძულდეს მისი მაცდუნებელი ეშმაკი. თუ ვინმე სხვას ხრამისკენ უბიძგებს, ჩვენ მას ამის გამო ვკიცხავთ ხოლმე, სწორედ ასეა ამ შემთხვევაშიც.