პაისი მთაწმინდელი

მე მწამს, რომ ღმერთი შემეწევა!” _ ამბობენ ზოგიერთები, მაგრამ, ამასთან ერთად, ცდილობენ ფული

“მე მწამს, რომ ღმერთი შემეწევა!” _ ამბობენ ზოგიერთები, მაგრამ, ამასთან ერთად, ცდილობენ ფული შეაგროვონ, რათა არაფრის დანაკლისი არ იგრძნონ. ასეთი ადამიანები დასცინიან უფალს, ვინაიდან თავს მიანდობენ არა მას, არამედ - ფულს. თუ ისინი არ მიატოვებენ ფულის სიყვარულს და მთელს იმედებს მას მიანდობენ, ვერ შეძლებენ იმედები ღმერთზე დაამყარონ. მე არ ვამბობ, რომ ადამიანებს არანაირი დანაზოგი არ უნდა ჰქონდეს საჭირობისათვის, არა! მაგრამ მთელი სასოება ფულს არ უნდა მიანდოს, ფულს არ უნდა მისცეს გული, ვინაიდან თუ ასე იქცევა, ის ივიწყებს უფალს. ადამიანი, რომელიც არ ენდობა ღმერთს, საკუთარ გეგმებს აწყობს, შემდეგ კი ამბობს, რომ ასე სურს ღმერთს, თავის საქმეს ეშმაკურად “აკურთხებს” და მუდამ იტანჯება. ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რამდენად ძლიერი და კეთილია ღმერთი. ჩვენ არ ვაძლევთ საშუალებას იყოს ჩვენი პატრონი, განაგებდეს ჩვენს ცხოვრებას და ამიტომაც ვიტანჯებით.
 
თემატური კითხვები
0