თუ სიმდაბლეს ყოვლად კეთილად არ რაცხ და არ მიიღებ, უკურნებელს საბრხეში შევარდები. ანუ სიმდაბლე ყოვლად

თუ სიმდაბლეს ყოვლად კეთილად არ რაცხ და არ მიიღებ, უკურნებელს საბრხეში შევარდები. ანუ სიმდაბლე ყოვლად კეთილად უნდა შერაცხო და მიიღო; და თუ სიმდაბლეს არ მიიღებ და ბოროტად შერაცხ, შენ ქრისტეც ბოროტად შეგირაცხია, ამისთვის რომ სიმდაბლე მისი ნაყოფი არის, და თუ ნაყოფს ბოროტად შერაცხ, შენგან ისიც ბოროტად შერაცხილი იქმნება, თქმისაებრ: “ხე ნაყოფთაგან საცნაურ არს”. მიხედე კეთილად განსჯით თქმულის სიტყვის ძალს: სიმდაბლის განგდებით და შეურაცხებით, ქრისტეც შენგან შეურაცხად განგდებული შეიქმნა. სიმდაბლის განგდებამ, რადგან ამის მსგავსი მოუგონებელი საბრხე შეგამთხვია, ვალი გაქუს, რომ სიმდაბლე შეიტკბო და ამპარტავანება მოიძაგო.
 
თემატური კითხვები
3