წმ. ბასილი დიდი

ო, ღმრთისმიერ დიდებას რომ არ მოჰკლებოდა ადამიანი და არა ყალბი, არამედ ჭეშმარიტი სიმაღლე

ო, ღმრთისმიერ დიდებას რომ არ მოჰკლებოდა ადამიანი და არა ყალბი, არამედ ჭეშმარიტი სიმაღლე შეენარჩუნებინა, განდიდებულიყო ღმრთის ძალით, ღვთაებრივი სიბრძნით გაბრწყინებულიყო, განმხიარულებულიყო მარადიული ცხოვრების სიკეთეებით! მაგრამ მან დაუტევა ღვთაებრივი დიდების სურვილი და უფრო მეტის მომწადინებელმა, მოსურნემ იმისა, რაც ვერ მიიღო, ისიც დაკარგა, რაც შეეძლო რომ ჰქონოდა. და იმ დროიდან მისი ხსნა, მისი კურნება, მისი დაბრუნება პირველყოფილ მდგომარეობაში შეუძლია მხოლოდ სიმდაბლეს, ანუ იმას, რომ არ მოისურვოს არანაირი დიდების შარავანდედით შემოსვა, არამედ მხოლოდ ღმრთისმიერ დიდებას ეძიებდეს. ამით გამოასწორებს იგი დაშვებულ შეცდომას, ამით უმკურნალებს თავის სნეულებას, ამით დაუბრუნდება იმ წმინდა მცნებას, რომელიც უგულებელყო.
 
თემატური კითხვები
0