თემა:
თავმდაბლობა
როგორ გავხდეთ მდაბალნი? ქრისტიანისთვის მოკლე პასუხი არსებობს: განჭვრიტეთ ქრისტე, ისაა განსხეულება
როგორ გავხდეთ მდაბალნი? ქრისტიანისთვის მოკლე პასუხი არსებობს: განჭვრიტეთ ქრისტე, ისაა განსხეულება ღვთაებრივი სიმდაბლისა, იგია, რომელშიც ღმერთმა ერთხელ და სამუდამოდ თავისი დიდება სიმდაბლეში გვიჩვენა, ხოლო მთელი თავისი სიმდაბლე - დიდებაში. ქრისტემ, თავისი უაღმატებულესი დამდაბლების ღამეს ბრძანა: “აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთიც იდიდა მის თანა” (იოან. 13, 31). სიმდაბლეს გვასწავლის გულისხმისყოფა ქრისტესი, რომელიც ამბობს: “ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა” (მათე 11, 29). ბოლოს და ბოლოს, სიმდაბლეს ისწავლით, თუ თქვენს ცხოვრებას ქრისტესას შეუწონებთ და შეუფარდებთ, რადგან მის გარეშე ჭეშმარიტი სიმდაბლე არ არსებობს.
|