აბბა დოროთე
ავტორი: აბბა დოროთე

როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ

როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკობილი წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან. ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ შიშველ კაცს ჰგვანან, რომელიც მცირე ძონძს დაეძებს სიშიშვლის დასაფარავად. ასე ეძებენ სათნოებისაგან შიშველნი დიდებას კაცთაგან. სიმდაბლის გამო წმინდანები უარს ამბობდნენ, როცა ღმერთი კაცთა დასახმარებლად გზავნიდა ხოლმე მათ. მოსე ამბობდა: “გევედრები შენ, მიავლინე სხვა უძლიერესი ჩემსა, რამეთუ მე ხმაწულილ ვარ და ენამძიმე” (შდრ. გამოსვლა. 4; 10, 14); ხოლო იერემია ამბობდა: ჭაბუკ ვარ მე” (იერ. 1, 6). ერთი სიტყვით, ყველა წმინდანმა, როგორც ვთქვით, სიმდაბლე მცნებათა აღსრულებით მოიპოვა. მაგრამ რა არის ეს სიმდაბლე და როგორ იშვება სულში, ამისი სიტყვით გამოთქმა არავის ძალუძს. თუკი კაცი გამოცდილებით არ შეიცნობს სიმდაბლეს, მხოლოდ სიტყვებით ვერ მიხვდება ამას.
 
თემატური კითხვები
3