წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: სინანული

სინანული იმედის ასული და სასოწარკვეთის დაძლევის ნაყოფია, მონანული შეურცხვენელი

სინანული იმედის ასული და სასოწარკვეთის დაძლევის ნაყოფია, მონანული შეურცხვენელი მსჯავრდებულია.
    სინანული უფალთან შერიგებაა, იმ კეთილ საქმეთა აღსრულების საშუალებით, რომლებიც ჩვენს წარსულ ცოდვებს უპირისპირდება.
    სინანული სინდისის განწმენდაა.
    სინანული ნუგეშისცემის კარია, პირადი ნების დამარცხებითა და უარყოფით.
    სინანული ყოველგვარი ტანჯვის ნებით დათმენაა. მონანული ისაა, ვინც საკუთარ სასჯელს თვითონვე მოიპოვებს.
 
თემატური კითხვები
0