თემა: სინანული

სინანულის საიდუმლო კურნავს ადამიანის სულიერ სნეულებებს, აცილებს სულის მწიკვლს და ქრისტიანი ცოდვათა

სინანულის საიდუმლო კურნავს ადამიანის სულიერ სნეულებებს, აცილებს სულის მწიკვლს და ქრისტიანი ცოდვათა შენდობის მიღების შემდგომ ისევ უცოდველი და განწმედილი ხდება, ისეთი, როგორიც წყლიდან ამოვიდა ნათლისღების შემდგომ. ამიტომ სინანულის საიდუმლოს “სულის სამკურნალო” ეწოდება. ნადგურდება ადამიანის დაცემისაკენ წარმმართავი, მისი გონების, გულისა და სინდისის დამაჩლუნგებელი, სულიერი ხედვის დამაბრმავებელი და ქრისტიანული ნების დამაუძლურებელი ცოდვები. ისევ აღდგება ცოცხალი კავშირი ეკლესიასა და უფალ ღმერთთან. ცოდვათა ტვირთის მოხსნით შემსუბუქებული ადამიანი სულიერად ისევ ცოცხლდება და კეთილ, ქრისტიანულ გზაზე შემდგარს კვლავ ძალუძს განმტკიცება და სრულქმნა.
 
თემატური კითხვები
0