ჭეშმარიტ მონანულს აღიყვანს საუკუნო მამა და მადლით ძედ მიითვალავს, ვითარცა სწერს დიდი იოანე

ჭეშმარიტ მონანულს აღიყვანს საუკუნო მამა და მადლით ძედ მიითვალავს, ვითარცა სწერს დიდი იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი: “მისცა მათ ხელმწიფება შვილ ღვთისა ყოფად”. ემბაზისაგან აღმოყვანებულს ვისმე ყრმას ჯერეთ კეთილმეტყველების შემძლებლობა არა აქუს და სინანულისაგან ცათა შინა აღყუანებულს აქუს კეთილმეტყველების შემძლებლობა, რომ ანგელოზთა თანა უგალობოს ღმერთსა; ემბაზისაგან აღმოყვანებული კვალად ჰსცოდებს, სინანულისაგან ცათა შინა აღყუანებული არა მოკუდების, რამეთუ საუკუნოდ ცხოვრებად მიიცვალების; ემბაზისაგან აღმოყვანებული ითქმის შვილად ეკლესიისა, სინანულისაგან აღყუანებული ცათა შინა ითქმის შვილად სასუფეველისა.
 
თემატური კითხვები
3