
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა:
სინდისი
ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის
ადამიანს აქვს სინდისი. სინდისი სულ პირველი წმინდა წერილია, ღმერთის მიერ პირველქმნილ კაცთათვის მიცემული. ჩვენ “ვიღებთ” სინდისს მშობლებისაგან, როგორც ფოტო ასლს. როგორც არ უნდა ახშობდეს ადამიანი თავის სინდისს, ის შიგნიდან ყოველთვის ამხელს მას. ამიტომაც ამბობენ: “მას ჭია ღრღნის”. მართლაც არ არის უფრო ტკბილი, ვიდრე დამშვიდებული სინდისი. ადამიანი თავს შინაგანად ფრთაშესხმულად გრძნობს და მაშინ ის იწყებს ფრენას.
|