ავტორი:
ნეტარი დიადოხი
როგორც იგი, ვისი სულიც განათლებული არ არის, სულიერი ჭვრეტისთვის არ გამოდგება, ასევე მას, ვინც
როგორც იგი, ვისი სულიც განათლებული არ არის, სულიერი ჭვრეტისთვის არ გამოდგება, ასევე მას, ვინც მდიდრად ბრწყინავს სულიწმიდის მადლით, არ შეჰფერის მათზე თქვას რაიმე. რამეთუ პირველ შემთხვევაში ნათელი აზრების სიღარიბეს გონების უმეცრების წყვდიადით მოსავს, აქ კი მათი სიუხვით ღვთის სიყვარულით დამთვრალ სულს სურს უსიტყვოდ დატკბეს უფლის სიყვარულით.
|