ავტორი:
სახარება მარკოზისა
თემა:
სიტყვა
ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა და მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი. ზოგიც
ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა და მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.
ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა და ამოვიდა ეკალი, და ერთიანად მოაშთო ყველა და ვეღარ გამოიღო ნაყოფი.
ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.
და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
და როცა ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა, თორმეტ მოწაფესთან ერთად, ჰკითხეს იგავის აზრი.
ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენ იგავთ? მთესავი სიტყვას თესავს.
გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა. ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას;
მაგრამ ფესვი არა აქვს მათში და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან.
ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან, რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.
ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას და ნაყოფიც გამოაქვთ, ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.
თ. 3-4

|