
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თუ სულიერი მდგომარეობის შემდეგ, რომელიც აღქმული არის როგორც ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობა, არ
თუ სულიერი მდგომარეობის შემდეგ, რომელიც აღქმული არის როგორც ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობა, არ არის სიყვარული მტრების მიმართ, ამასთანავე ყველა ქნილების მიმართ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჭვრეტა იყო არა ჭეშმარიტი, ე. ი. არა ჭეშმარიტ ღმერთში; ჭვრეტაში აღტაცება ადამიანთან შეიძლება მოვიდეს უწინარეს იმისა, სანამ ის მისცემდეს თავის თავს ანგარიშს ამაში. თვით აღტაცების მდგომარეობაში, მაშინაც კი, როცა იგი არაა ღმერთისგან, ადამიანმა შეიძლება ვერ გაიგოს რა მოუვიდა მას და თუ ჭვრეტის შემდეგ (ნაყოფად) “დაბრუნებისას” გამოვლინდა სიამაყე და ადამიანის და სამყაროს ბედისადმი გულგრილობა, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ჭვრეტა იყო ცრუ და ყალბი. ქრისტეს ორივე მცნება, ე.ი. ღვთისადმი და მოყვასისადმი სიყვარულის შესახებ, შეადგენს ერთიან ცხოვრებას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის ცხოვრობს ღმერთში და უყვარს ღმერთი, ხოლო ძმა თავისი არა, იგი იმყოფება ცდომილებაში. ასე რომ, მეორე მცნება გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას შევამოწმოთ, რამდენად ჭეშმარიტად ვცხოვრობთ ჩვენ ჭეშმარიტ ღმერთში.
|