წმ. სილუან ათონელი

უფლისადმი სიყვარული ისეთია, რომ სურს ყველა ადამიანი გადარჩეს და მარადიულად იყოს მასთან ზეცად,

უფლისადმი სიყვარული ისეთია, რომ სურს ყველა ადამიანი გადარჩეს და მარადიულად იყოს მასთან ზეცად, უცქიროს მის დიდებას. ამ დიდებას სრულიად ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ სულიწმიდით ნაწილობრივ შევიმეცნებთ. ვინც არ შეიმეცნა სულიწმიდა, იგი ვერ გულისხამჰყოფს ამ დიდებას, მხოლოდ სწამს აღთქმა უფლისა და იცავს მცნებებს მისას. მაგრამ ისინიც ნეტარნი არიან, როგორც უთხრა უფალმა მოციქულ თომას. (იოან. 20, 29) და იქმნებიან ისინი თანაბარნი იმათი, რომელთაც ჯერ კიდევ აქ იხილეს დიდება უფლისა.
 
0