
ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა:
სიყვარული
ჩვენ ყოველთვის ვაწყდებით ხორციელს, როცა სულიერზე ვფიქრობთ. ვინც გადალახავს ამ დაბრკოლებას, ის
ჩვენ ყოველთვის ვაწყდებით ხორციელს, როცა სულიერზე ვფიქრობთ. ვინც გადალახავს ამ დაბრკოლებას, ის მიუახლოვდება სულიერი რეალობის გაგებას. განა შესაძლებელია, არსებობდეს უფრო დიდი სიყვარული დედამიწის ზურგზე, ვიდრე სიყვარული დედისა ერთადერთი ვაჟიშვილის მიმართ და ვაჟიშვილისა დედისადმი? წარმოიდგინე მათი სულები, ოღონდ, მხოლოდ სულები. დედის სული მთლიანად აღვსილია ვაჟიშვილით, ხოლო ვაჟიშვილის სული - დედით. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ერთმანეთისაგან შორს არიან. დედა სულით, გონებითა და გულით ვაჟიშვილშია, ვაჟიშვილი - დედაში. და თითოეული, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვატარებს გულსა და გონებაში, ისინი კი, ვინც ჩვენ გვიყვარს, ჩვენში ცხოვრობენ. როდესაც საუბრობს ქრისტეს სიყვარულზე, პავლე მოციქული ამბობს: “ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე”.
|