ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
სიძვა
თუ ამას იტყვი, უძლური ვარო, ამისი მაგალითი სხუა ვსთქუათ: ისრაელნი ეგვიპტეს უძლურნი იყუნენ, ამისთვის
თუ ამას იტყვი, უძლური ვარო, ამისი მაგალითი სხუა ვსთქუათ: ისრაელნი ეგვიპტეს უძლურნი იყუნენ, ამისთვის რომ მონებასა ქუეშე იყვნენ. მოსეც აქ იყო. ერთს დღეს ნახა მოსემ, რომ ეგვიპტელი ისრაელს კვლიდა; დაივიწყა მოსემ ყოველი უძლურება, ეგვიპტელი მოჰკლა და ქვიშაში დაჰფლა და ისრაელი განარინა. აგრეთვე შენ ეგვიპტეს ყოფაში (ესე იგი ცოდვისა ყოფაში) უძლური ხარ, ამისთვის რომ ცოდვის მონებაში ხარ; ხედავ რომ შენს სულს სიძუა ჰკლავს, მოსეს მსგავსად უძლურებ; დაივიწყე სიძვა, მოჰკალ და დაწვრილებულს აღსარებაში დაჰფალ და ისრაელის მსგავსად შენი სული განარინე. და თუ ჭეშმარიტებით გნებავს, რომ სიძვის შეპყრობისაგან განთავისუფლდე, იოსებს მიემსგავსე: ვითარ იოსებ საძაგელმან დედაკაცმან სამეძაოდ შეიპყრა, რომლითაც სამოსლით შეიპყრა, იოსებმა ის განაგდო და განერა. აგრეთვე შენ მიხედე და რომლითაც საქმით სიძვა გიჭერდეს, ის განაგდე და განერები.
|